Logo

ირაკლი კობახიძე - დაკნინების მცდელობა არის წარუმატებლობისთვის განწირული, იმდენად მკაფიოა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს თანამდებობა

პოლიტიკა
135
Frontnews image description

განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მიზეზი სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით  კონკრეტული ჯგუფების მიერ მეორეხარისხოვანი თემებით სპეკულაციის.

"თვითონვე იკარგებიან ხოლმე საკუთარ ვერსიებში. ჯერ ჰქონდათ სრულიად სხვა ვერსია, ახლა განავითარეს სრულიად სხვა ვერსია. რეალურად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. სინამდვილეში ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში. 

პირველ რიგში, როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ, მაგალითად სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად არაკომპეტენტურები არიან ისინი. სინამდვილეში არის ერთადერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, რომ მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის არის დაკავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით სამინისტროს გარეშე. სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე ჩვენი კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად. როდესაც ასეთ დროს პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ იმაზე, რომ სამინისტრო არის სუსტად წარმოდგენილი, ეს უკვე მათ კომპეტენციაზე მეტყველებს. სინამდვილეში შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც არის აღჭურვილი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით და ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქცია. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, იმდენად მკაფიოა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს თანამდებობა და ეს კონკრეტული ამოცანა“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები