Logo

ირაკლი კობახიძე – დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შეუძლებელი

პოლიტიკა
1253
Frontnews image description

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც მძიმე სპეკულაციაა.

 

“ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შეუძლებელი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ, მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. გარკვეული ფოტოებიც ვრცელდებოდა ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ამ ტერიტორიაზე მოყოლილი, თუმცა ეს იყო კიდევ იმ ღვარცოფული მასის, რომელიც წარმოიქმნა და იქ სიმაღლე შეიძლება იყო ზოგან 20 სმ, ზოგან ნახევარი მეტრი, მაგრამ როდესაც საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მოჰყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. სწორედ ამაზეა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, პირველივე საათებში ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის და იდენტიფიცირების საშუალება.

 

“სამწუხაროდ, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი, ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს. თეორიულად, გადარჩენის შანსი იყო რომ დავუშვათ ვიღაცამ მოახერხა ტყისკენ გაქცევა და ფსიქოლოგიური სტრესის გამო ვეღარ მოახერხა უკან დაბრუნება. ეს იყო ერთადერთი შანსი, როდესაც შეიძლება, დღესაც, თეორიულად ადამიანი შეიძლება, აღმოაჩინო ადგილზე. ვისაც უნახავს ადგილზე ვითარება, ყველა დამეთანხმება, რომ ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. ზუსტად ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. მე თვითონ ვერტმფრენებთან დაკავშირებით არ მომისმენია განცხადება, მაგრამ რაც შეეხება თვითონ აპარატურას, ღამის ხედვის აპარატურას, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვერტმფრენია თუ დრონია, დრონს შეუძლია ხშირ შემთხვევაში იმაზე უკეთ იდენტიფიცირება კონკრეტული ობიექტის, ადამიანი იქნება, ცხედარი თუ ნებისმიერი სხვა რამ, ვიდრე ვერტმფრენს. უფრო ადვილია დრონებით მუშაობა და ამაზეა საუბარი. ღამის ხედვის აპარატურით იყო აღჭურვილი დრონები, თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, ყველაფრის რესურსი ჰქონდა ადგილზე სამაშველო სამსახურს და დარწმუნებული ვარ, ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. სრული რესურსი არსებობდა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები