ირაკლი კობახიძე - დამხობის აქციას გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ასე ყველა გაემიჯნება


ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, ვინც წინასწარ გაემიჯნა დამხობის აქციას და მცდელობას, იყო გახარიას პარტია, არავინ სხვა რადიკალური ოპოზიციიდან „ლელოს“ ჩათვლით, არ გამიჯვნია დამხობის აქციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, "ლელოს“, „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლები პირდაპირ ამბობდნენ, რომ 20:00 საათამდე იქნებოდნენ არჩევნებზე და შემდეგ - დამხობის აქციაზე.
"გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასე ყველა გაემიჯნება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ წააგო დამხობის აქციამ და მერე უცხადებს მხარდაჭერას. ეს მათ სახესაც აჩვენებს. ერთად გამოდიან მთელი ეს პერიოდი ეს ადამიანები, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, პირზე აკერიათ მუდმივად რევოლუცია, გადატრიალება, ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილება. არჩევნები პლუს დამხობის აქციის მხარდაჭერა და იქ მიერთება და მერე იქ გაემიჯნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს