
ავტორი
Front News საქართველო
დამნაშავე საუბრობს ე.წ. შერიგებაზე და თან რევოლუციით იმუქრება, დამნაშავე იჯდება ციხეში და თავის სასჯელის მოხდა მოუწევს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობს“ ამ ქვეყანაში რევოლუციისა და არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ უკან ხალხი არ დგას.
“კიდევ ერთხელ ვიტყვი შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეულ ფორმულას, ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც მათი ჩადენილი იყო, წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცებისა და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ბუნებრივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ და ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს რა თქმა უნდა, საუბარი შერიგებაზე. ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე მოახერხებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალოს თავის რიტორიკა, დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა შერიგებასთნ დაკავშირებით წარმატებულია. არ მგონია, ამის შემძლე ვინმე იყოს საქართველოში, მათ შორის პრეზიდენტსაც გაუჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს