Logo

ირაკლი კობახიძე - დამოკიდებულება კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია

პოლიტიკა
147
Frontnews image description

ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების  მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა  მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა.

"ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებას, ზოგადად მედიის თავისუფლების  მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, საბოლოო ჯამში, ეს არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია. მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას აღარ აქვს არავითარი დატვირთვა. ეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო ამ კონკრეტულ მაგალითზე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ თავისუფალ მედიასაშუალებებს, რომლებსაც უზღუდავენ საქმიანობას ევროპული ბიუროკრატიის კედლებში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები