ირაკლი კობახიძე - დანიაში ვიზიტისას გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე


ავტორი
Front News საქართველო
დანიაში ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
"საინტერესო ფორმატია, აქ გვაქვს გამოსვლის საშუალება და რაც მთავარია გვაქვს ორმხრივი შეხვედრების გამართვის საშუალება სხვადასხვა ფორმატში. ამ ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ეს მზაობა გამოვხატეთ რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ შესაბამის ლიდერებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს