
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსეი დანილოვი „ქართული ოცნების“ ოპონენტების ერთ-ერთი რუპორია.
კობახიძის თქმით, მომდინარეობს ომის რიტორიკა კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლებიც დაკავშირებული არიან ოპონენტებთან.
“დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არის ჩვეულებრივი ომის რიტორიკა და ეს ომის რიტორიკა მომდინარეობს კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან დაკავშირებული ჩვენს ოპონენტებთან. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები გაემიჯნონ შესაბამის განცხადებებს. ყველასგან გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს ხშირად არ ხდება ხოლმე“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დღესაც თვლის, საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად თუ მიიჩნევს, უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს