
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას და ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცი საქართველოში მოიწვია.
“მინდა, ბატონ ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში”, – აღნიშნა მან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს