ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით, სუსის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უპრეცედენტოდ ძლიერია სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით.
"დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით, სუსის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაუმჯობესდება. დღეს, უპრეცედენტოდ ძლიერია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით. ჩვენ დაგვჭირდება ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირება, ეს ეხება ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციულ დანაშაულს. ამ მიმართულებითაც გვჭირდება მომავალშიც აქტიური მუშაობა. ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაც არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ბუნებრივია, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები იქნებიან სრულად კონსოლიდირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


