
ავტორი
Front News საქართველო
მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.
მან წარმატება უსურვა სულხან თამაზაშვილს ახალ პოზიციაზე და აღნიშნა, რომ თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება.
"როგორც მოგეხსენებათ, ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაუდგა სათავეში, გამორჩეული მნიშვნელობის უწყებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს. აქაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი კრიმინალის კუთხით. საკმარისად ეფექტიანი არ იყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც კონკრეტულად აჭარის მაგალითზეც ძალიან მკაფიოდ ჩანდა, თუმცა, ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ კუთხითაც გვქონდა სერიოზული მიღწევები და დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანის მინისტრობის პირობებში და პერიოდში, გვექნება ახალ-ახალი ძალიან დიდი წარმატებები ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, ბატონ სულხანს ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები ამ საქმიანობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს