
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა.
"უმუშევრობის სტატისტიკას რაც ეხება. პირველ რიგში, თუ ადარებთ პირველ კვარტალს წინა წელთან ეს სტატისტიკურად არასწორია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს შემიძლია გითხრათ ერთი რამ. რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება. ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ. ეს პროგრამა გაუქმდა, რასაც ალტერნატივა არ ჰქონდა და ამან ფორმალურად გამოიწვია დასაქმების შემცირება 28 000 ადამიანით. რომ არ ყოფილიყო ეს, ამ შემთხვევაში, ამ ნაწილშიც, კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა.
შემდეგი შეკითხვა ეხებოდა „აწარმოე საქართველოში“ და მსგავს პროგრამებს. აქ ითქვა, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 200 000 ლარი. არ ვიცი ეს კალკულაცია რას ეფუძნება. მე შემიძლია გითხრათ, როგორია რეალური მონაცემები. ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ამ პროგრამებს უჯდება 15 000 ლარი. 15 000 ლარი ერთი სამუშაო ადგილი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი. არის ქვეყნები, სადაც ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 25 000, 30 000, 35 000 დოლარი. ჩვენს შემთხვევაში, ამ პროგრამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 15 000 ლარი ერთ სამუშაო ადგილზე, რაც არის ნამდვილად საუკეთესო მაჩვენებელი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს