
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილს ეხებოდა.
მისი თქმით, ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი“, როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი ამ აქტში.
“მე ამ კანონს ვუწოდებდი – „დაუდზინებელი აქტი“, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა ამ კანონს. ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.
შეგახსენებთ, რომ 2020-2021, შემდეგ 2022 წელი წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა და ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო მეტად გაფუჭებაზე, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს