Logo

ირაკლი კობახიძე - დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს

პოლიტიკა
290
Frontnews image description

დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც განახორციელეს სახელმწიფოს და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ.

„როგორც მოგეხსენებათ, უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი. პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები. ასევე, ყველას მინდა, შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement