
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის უფლებაა, რომ შეიტანოს განაცხადი და მოგვიანებით პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, ეს არის ოპოზიციის უფლება, შეიტანოს განაცხადი ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვენ გახსოვთ, ჩვენ შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით, წელს როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მსჯელობაზე. ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს