
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განხილვის თემას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტი ვენეციის კომისიას უკვე მეორედ გადაეგზავნა.
“დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი ვენეციის კომისიაში ჩვენ უკვე მეორედ გავგზავნეთ. თავიდან გაიგზავნა უკრაინული კანონის ასლი, ამის შემდეგ მათგან მივიღეთ 6 საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ, ავსახეთ პროექტში და კიდევ ერთხელ გაეგზავნა ვენეციის კომისიას. ახლა უკვე ვენეციის კომისიიდან ველოდებით საბოლოო დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ჩამოვა და ივნისის ბოლოს უკვე გვექნება ამ კანონის საბოლოოდ დამტკიცების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო სისტემურ და პერსონალურ მიდგომებთან დაკავშირებით.
“ჩვენ ნათლად განვმარტეთ, რომ სისტემური მიდგომა მნიშვნელოვანია. ჩვენ ისედაც მივყვებით სისტემურ მიდგომას და ამ მიმართულებით გვაქვს დიდი პროგრესი, თუმცა როგორც ევროკომისიის 12 პუნქტიდან ირკვევა – ეს არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ დავამტკიცოთ კანონი პერსონალური მიდგომის მიხედვით. ეს იქნება შემავსებელი კანონი. ამაზე მსჯელობას გავაგრძელებთ.
დაველოდებით კიდევ ერთხელ დასკვნას და ამის შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს