
ავტორი
Front News საქართველო
დავით კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილი საქართველოში აფინანსებს პოლარიზაციას და რადიკალიზმს.
“ზოგადად ყველამ იცის, რა საქმიანობით არის დაკავებული კეზერაშვილი. ასევე მას აქვს აღიარებული, რომ აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს. ის პირდაპირ აფინანსებს პოლარიზაციას და რადიკალიზმს საქართველოში. აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ გვჭირდება პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპული მიდგომა არ ვლინდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს