Logo

ირაკლი კობახიძე – დელეგაციაში წარმოდგენილია ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრაც ზოგადად აზრს მოკლებული მგონია

პოლიტიკა
530
Frontnews image description

დელეგაციაში წარმოდგენილია ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრაც ზოგადად აზრს მოკლებული მგონია, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ეს გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამ ორ ადამიანთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში შედგება ვიზიტები და გაიმართება შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ასევე ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

 

“ხვალ მე პირადად, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, გვაქვს შეხვედრები ბატონ ო ბრაიანთან, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფოს წარმოადგენს. ასევე, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრთან. აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ. ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მთავარია, დავინახოთ სათანადო, სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორებისადმი ყოველთვის ასეთია – ყოველთვის ეფუძნება ღირსებას, სამართლიანობას, სწორ მიდგომებს. მთავარია, ასეთივე დამოკიდებულება დავინახოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები