
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.
ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა.
დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს