ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი, სუვერენული როგორც არასდროს


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული საქმეები აღიძრა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან და ეს არის მთლიანად კანონის თემა, ეს არ ეხება მთავრობას, როგორც ასეთს, ეს ეხება შესაბამის უწყებებს.
"ჩვენი ხელისუფლება აქტიურ ზომებს იღებს კორუფციის აღმოსაფხვრელად საქართველოში. ამას უკავშირდება პროკურატურის აქტიურობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სხვა სამართალდამცველი უწყებების საქმიანობა. ყველა ძირითადი მიმართულებით გააქტიურდა კრიმინალთან ბრძოლა, ეს ეხება კორუფციულ დანაშაულებს, ნარკოტიკულ დანაშაულებს, ორგანიზებულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლებისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გამოწვევები ხელოვნურად, გარედან იყო შექმნილი.
“როდესაც მაგალითად გაქვს რთული პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო, როცა არის რეგიონში მიმდინარე ომი, როდესაც ამ ფონზე არის ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რომ ჩაერთოს საომარი მოქმედებებში და ა.შ, ასეთ დროს რაღაცებს შეიძლება, ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება ობიექტური მიზეზების გამო. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს