
ავტორი
Front News საქართველო
დღეს დამთავრდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილსა და გვარამიაზე და ა.შ. ხვალიდან იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოპოზიციური სატელევიზიო არხების ჟურნალისტებსაც მიულოცა.
“რაც შეეხება თქვენს პარტიებს და ტელევიზიებს, ესაა თქვენი გამარჯვებაც, რადგან არეულობა ამ ქვეყანაში არავის წაადგება, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება. აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს