Logo

ირაკლი კობახიძე - დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის

პოლიტიკა
74
Frontnews image description

დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

მისი თქმით, შედგა ასევე შეხვედრა ეუთოს გენმდივანთან, სადაც საუბარი შეეხო ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობას.

"ეუთოს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა. საუბარი გვქონდა ეუთოსთან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები