
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
მისი თქმით, ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი რეგიონში.
“თვითონ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს, როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, იქ შეიძლება საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს