
ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.
"მოხარული ვარ, მოგესალმოთ თურქმენეთ-საქართველოს რიგით მეორე ბიზნესფორუმის გახსნაზე. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს კერძო სექტორის, ინვესტორებისა და ბიზნესსაზოგადოებისთვის.
უპირველეს ყოვლისა, მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თურქმენეთის პრეზიდენტის, ბატონი სერდარ ბერდიმუჰამედოვის, მიმართ. თქვენი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ნათლად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთნდობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ამ მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.
დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია. მიუხედავად არსებული პროგრესისა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს აქვთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა, ხელი შევუწყოთ ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას და სრულად ავითვისოთ ჩვენი პარტნიორობის შესაძლებლობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს