Logo

ირაკლი კობახიძე - დღეს სუსს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს

პოლიტიკა
279
Frontnews image description

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს.

"ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს. ამის პირობას გაძლევთ მამუკა მდინარაძესთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement