ირაკლი კობახიძე – დღესავით ნათელია, რომ სოსო გოგაშვილსა და “ნაცმოძრაობას“ შორის კავშირები არსებობდა

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღესავით ნათელია, რომ სოსო გოგაშვილსა და “ნაცმოძრაობას“ შორის კავშირები არსებობდა.
“მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებთან. რას ეფუძნებოდა ეს, არ ვიცოდით, ახლა რაღაც ეჭვები გაჩნდა და არის რაღაც მტკიცებულებები. ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, მათ შორის შეიძლება დაინტერესდეს გამოძიება“, – აცხადებს კობახიძე.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.





