Logo

ირაკლი კობახიძე – დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს, ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ

პოლიტიკა
1342
Frontnews image description

ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა.

 

“პორტუგალიამ ბოლომდე იომა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები