
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ.
“გასაგებია, რისთვისაც ემზადება ოპოზიცია, იციან მათ, რომ აგებენ არჩევნებს, თან ძალიან მძიმედ აგებენ. ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე და ამას უკავშირდება ბუნებრივია ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ. აბსოლუტურად უსუსურია ეს კამპანიები, შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს