
ავტორი
Front News საქართველო
გვყავს გამორჩეული შემადგენლობა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და ოქროს მედლების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში.
“მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას და წელს გვყავს მართლაც გამორჩეული შემადგენლობა. არის არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. გვყავს გამორჩეული შემადგენლობა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და ოქროს მედლების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები ამ შედეგს მიაღწევენ. ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში. რა თქმა უნდა, 28-ვე ჩვენს სპორტსმენს მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ოლიმპიადაზე, მინდა ვუსურვო ჩემპიონობა და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მართლა სარეკორდო იქნება ეს ჩემპიონატი ჩვენთვის. ოლიმპიადა 1 თვეს გრძელდება და 1 თვე გამიჭირდება წასვლა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავესწრო ღონისძიებებს და აუცილებლად ვიქნები ოლიმპიადის გახსნაზე, სადაც ოფიციალურად ვარ მიწვეული“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს