
ავტორი
Front News საქართველო
“დინამო არენას“ ექსპერტიზაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.
“რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას „დინამო არენას“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა. თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯზეც ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ ამორტიზებული იყო „დინამო არენა“ 26 მარტს როგორ ჩატარდა თამაშები და ოთხი თვის შემდეგ, რატომ არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში.
“რაც შეეხება წინა თამაშებს, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში, ამაზე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სამომავლოდ რა, როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, ყველა რისკი იქნება დაზღვეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს