ირაკლი კობახიძე - დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს

ავტორი
Front News საქართველო
სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ კანონთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს.
"ვერც ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




