
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ასეთი სტიქიური მოვლენა ხდება, საჭიროა ყველაფრის საფუძვლიანი ანალიზი. დრო მოვა იმის, რომ ყველაფერი გაანალიზდეს, აბა სახელმწიფო რისთვის არის?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედს” განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი მოვლენიდან გამოიტანოს დასკვნები სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე.
“სახელმწიფო არის იმისთვის, რომ ყველა მოვლენა გააანალიზოს და ამის საფუძველზე გადადგას სამომავლო ნაბიჯები, მაგრამ მთავარია გაკეთდეს ობიექტური ანალიზი: რა იყოს სტიქიური მოვლენის მიზეზი, შეიძლებოდა თუ არა მის წინასწარ გათვლა და ა.შ. თუ არ გაქვს სიღრმისეული ანალიზი, ვერც დასკვნებს ვერ გამოიტან, ამიტომ ამას ვამბობთ, რომ როგორც კი ემოციური ფონი გადაივლის, როგორც კი დასრულდება სამძებრო სამუშაოები, ამის შემდეგ საფუძვლიანად უნდა გაანალიზდეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული, 19 ადამიანს კი ეძებენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს