
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა.
მისი თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.
"პირველი 4 თვის მაჩვენებელი პირველადი პროგნოზის წინააღმდეგ არის უფრო მაღალი, 8.3% და ამ პირობებში, ლოგიკურია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ზრდიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას. არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას.
ასევე, კორუფციის აღმოფხვრა განსაკუთრებით მაღალ დონეზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ესეც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს