
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ბრიფინგი შეაფასა.
მისი თქმით, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში აღარ დააყენა.
“როდესაც რამდენიმე დღის წინ იყო მისი გამოსვლა, ერთ სიბრტყეზე დააყენა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ თქვა, რომ ვერც სააკაშვილს, ვერც გვარამიასა და ვერც ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. როდესაც ამბობ,რომ სააკაშვილს, გვარამიასა და ივანიშვილს ვერ გადავაყოლებ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის სამი ადამიანის ერთ სიბრტყეში დაყენება და აქაც, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო თავისივე განცხადება და თქვა, რომ ერთ სიბრტყეში არ აყენებს, რაც ძალიან კარგია. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს