
ავტორი
Front News საქართველო
“ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა, ცენზურასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩააყენა დონორები”, – ასე გამოეხმაურა “ქართლი ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა, მას შემდეგ, რაც ექსკლუზიურად კონკრეტულ მედია საშუალებას შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილის გამოქვეყნება და მათგან მიიღო დაუსაბუთებელი უარი, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დონორ ორგანიზაციებს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, როდესაც კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, ეს ინფორმაცია, უნდა ჰქონდეთ დონორ ორგანიზაციებს.
“ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. როდესაც კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით – აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია ბუნებრივია, უნდა ჰქონდეთ დონორებს. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა, ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს