
ავტორი
Front News საქართველო
პეტერ ფიშერი საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი სამწუხარო და დასანანია.
"ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზულია ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება მგონი არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს