
ავტორი
Front News საქართველო
შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს, თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
"პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა - შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა, ამას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური, რომელიც შეიქმნა. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები. ეს გამორიცხული იქნება თავად იმ გამჭვირვალე პროცედურებითაც, რომელიც დაინერგა სისტემაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს