
ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციასა და რეგიონებში შეხვედრებს ეხებოდა.
"ამ შეხვედრების დატვირთვა ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება. ზუსტად ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრები ძალიან საინტერესოდ წარიმართა, უამრავი საკითხი დაისვა ახალგაზრდების მხრიდან და მთავარია, რომ ეს გაგრძელდეს. მთავარია ამ პროცესის გაგრძელება, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ურთიერთობა ახალგაზრდებთან, იმისათვის, რომ მეტი მოვისმინოთ მათგან და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათ მიერ წამოჭრილი საკითხები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს