
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს, სწორედ, საგარეო საქმეთა მინისტრს და იმ პირობებში, როდესაც იგი ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში.
"ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბუნებრივია, აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს