Logo

ირაკლი კობახიძე - ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით "ულოცავს" ევროკავშირის დელეგაცია მოსახლეობას დროშის დღეს

პოლიტიკა
317
Frontnews image description

როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს, ევროკავშირის საელჩოს მიერ დროშის დღესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს“ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს.

"თავისთავად ეს კიდევ ერთი, მორიგი უხეში ჩარევაა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის რადიკალიზმის მხარდაჭერა და როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს. ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს“ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები