Logo

ირაკლი კობახიძე - ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისში

პოლიტიკა
87
Frontnews image description

ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მაია სანდუს განცხადება ეხებოდა.

მისი შეფასებით, ეს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის.

"ჩემთვის, პირველ რიგში,  გასაოცარია ასეთი განცხადება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ. როდესაც ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არც ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე. ბუნებრივია, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისში. დანარჩენი არის მოლდოვის საქმე, თვითონ გაერკვევიან ალბათ საკუთარ საკითხებში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები