
ავტორი
Front News საქართველო
ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე.
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში.
გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს