
ავტორი
Front News საქართველო
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია.
“მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია. კოლეგებზე არ მინდა ლაპარაკი, თქვენი საქმეა. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს