ირაკლი კობახიძე - ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება


ავტორი
Front News საქართველო
ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება.
“ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა.
მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება.
ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება.
ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია.
გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე”, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს