
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.
მისი თქმით, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა შესაბამის შედეგს გამოიღებს. მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან. განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა. კიდევ ერთხელ მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს