ირაკლი კობახიძე - ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება

ავტორი
Front News საქართველო
ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




