
ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთი სარგებელი, რაც ამ კანონს ჰქონდა, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, სადაც იყვნენ, გამოჩნდნენ, ანუ სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა – „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ამ სიის პრეზენტაცია განახორციელა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავადაც წარმოადგენს სწორედ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ე.წ „ქართული ქარტია“ არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა.
“თავის დროზე დავაინიცირეთ კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, შემდეგ ეს სათაური შეიცვალა, დღეს აღარ ვსაუბრობთ უცხოელ აგენტებზე. სინამდვილეში გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ეს ე.წ „ქართული ქარტია“ არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა. მადლობა მას ამისათვის. აქ თავი მოიყარა ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც არის სინამდვილეში უცხოელი აგენტი, მუშაობს არა ქართველი ხალხის ინტერესების რეალიზებაზე, არამედ სხვა ინტერესების რეალიზებაზე. მათ შორის მათი ინტერესი არის რევოლუციის მოწყობა, არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი, ამისთვის იღწვიან ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას ემსახურება ეს ინიციატივაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოუვათ“,- განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს