ირაკლი კობახიძე - Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს


ავტორი
Front News საქართველო
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
მისი თქმით, კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩენის პირობებში.
"დღეს მქონდა პატივი თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმის პანელური დისკუსია გამეხსნა, რომელიც საქართველოს მზარდ როლს ეთმობა რეგიონული ინვესტიციებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომობით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩენის პირობებში“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა