
ავტორი
Front News საქართველო
ბოლომდე დაანგრიეს „ედისონ რისერჩის“ რეპუტაცია, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში აღნიშნულ ორგანიზაციას გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები.
“საქართველოში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ამერიკაში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია გამოიყენება კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის და, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით, რომ ამერიკაშიც გაყალბდა მათი მხრიდან ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები,“- განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს