Logo

ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება

პოლიტიკა
106
Frontnews image description

ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკა იზრდება უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ამას წინასწარმეტყველებდა სავალუტო ფონდი.

"სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით, ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement