
ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად უფრო კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის ფინანსური რესურსები სხვადასხვა წყაროდან იქნება მოძიებული.
"გარკვეული ნაწილი იქნება საბიუჯეტო რესურსების, თუმცა ეს იქნება სხვა წყაროებიც, საინვესტიციო წყაროებიც. მთლიანობაში ბევრად უფრო კომპლექსური იქნება იმ კორპორაციის მუშაობა, რომელიც ახლა შეიქმნა. გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, მათ შორის ყოფილი ფონდი. დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, შესაბამისად, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს